სასტუმროს ნომრის შეძენის უპირატესობები

ლაბაუ ბაკურიანი

 

ლაბაუ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ კონცეფციას უძრავი ქონების ბაზარზე.
შეიძინეთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი გონიოში ან ბაკურიანში და მიიღეთ უფრო მარალი შემოსავალი სასტუმროს აპარტამენტის გაქირავებიდან.
 

ხარისხიანი მომსახურება

სასტუმრო ნომრის შეძენით, თქვენ ავტომატურად ხდებით 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნაწილი, რაც გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ მაღალი ხარისხის მომსახურებით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით
ლაბაუში დაგხვდებათ განსხვავებული ხასიათის, ყველასგან გამორჩეული ინტერიერი და სასიამოვნო გარემო. ინტერიერში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის, ნატურალური მასალა, რაც დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს და დაუვიწყარს გახდის.

ინფრასტრუქტურა

  • 3 ჰა დაცული ტერიტორია;

  • ღია და დახურული აუზები; სკი დეპო

  • ფიტნეს და სპა ცენტრი;

  • სპორტული მოედანი;

  • საბავშვო გასართობი მოედანი;

  • რესტორნები და კაფე ტერასით;

  • საკონფერენციო დარბაზი;

  • სარეკრეაციო ზონა;

  • ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება;

მაღალი შემოსავალი

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გაქირავების ფასი ბევრად აღემატება სხვა ტიპის სასტუმროებისა და აპარტამენტების ღირებულებას, აქედან გამომდინარე აპარტამენტის მეპატრონის მიერ მიღებული შემოსავალი გაცილებით მაღალია. აკონტროლეთ თქვენი შემოსავლები ონლაინ პროგრამის მეშვეობით - მესაკუთრის კაბინეტიდან!

გადახდის მოქნილი პირობები

ლაბაუ გთავაზობთ გადახდის მოქნილ და მრავალფეროვან პირობებს:​ პირველადი შენატანის გადანაწილება 1 წლის განმავლობაში გადანაწილებული პირველადი შენატანის (20%) საკუთარ დეპოზიტზე დაგროვება მშენებლობის დასრულებამდე; დარჩენილი 80% გადახდა შესაძლებელია 10 წლიანი იპოთეკური სესხით, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე მშენებლობის დასრულების შემდეგ;

ჩვენი ისტორია

2007 წელს დაარსებული, სასტუმროების ქსელი „მგზავრები“, არის მზარდი, პოტენციური და კონკურენტუნარიანი ქართული კომპანია, რომელიც გამოირჩევა უწყვეტი ეკონომიკური ზრდით. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

10 წლის მანძილზე მგზავრებმა წარმატებით დაასრულა შემდეგი პროექტების   მშენებლობა:

  • 11 პროექტი ბაკურიანში;
  • 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
  • 1 პროექტი  გუდაურში;
  • 2 პროექტი ბათუმში;

კომპანია,  მუდმივად აუმჯობესებს მშენებლობის ხარისხს, სასტუმროთა მართვის სისტემას და უზრუნველყოფს სასტუმროს ნომრების მფლობელთა კომფორტს.

ხედვა

 

საუკეთესო ინვესტიცია უძრავ ქონებაში, რომელიც მოგცემთ საშუალებას აღარ იყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთი აპარტამენტის გაქირავებაზე, მიიღოთ შემოსავალი სასტუმროში არსებული კომერციული ფართებიდან და სასტუმროს მოგებიდან. ჩვენ გთავაზოთ სრულიად ახალ კონცეპციას უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც სრულად განსხვავდება აპარტამენტის შეძენისგან და არის მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტი! 

ინფრასტრუქტურა​

Previous
Next

აუზი და ტერასა

დახურული აუზი და ტერასა საუკეთესო ხედებით

სპა და მასაჟი

ბაკურიანში ყველაზე დიდი სპა მომსახურება

3 ჰა დაცული ტერიტორია

თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისად მშენებლობისთვის გამოყოფილია დაცული ტერიტორიის მხოლოდ 20% დარჩენილი 80% ეთმობა სარეკრეაციო ზონას

მიწისქვეშა პარკინგი

თანამედროვე სტანდარების შესაბამისი მიწიქვეშა ავტოსადგომი

ადგილმდებარეობა

ბაკურიანი

  • წაქაძის 6 (წრიულზე)
  • +995 557 555000; (032)2 901 902

დაგვიკავშირდით

  • +995 557 555000

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით